აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთად, მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის კიევში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა.
ბუდანოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კიევში ამერიკულ დელეგაცია უიტკოფისა და კუშნერის ხელმძღვანელობით ჩავიდა. მისივე თქმით, უკრაინის დედაქალაქში ასევე იმყოფებიან ევროპელი პარტნიორების - საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის წარმომადგენლები.
„ყველა ერთად ვმუშაობთ უკრაინისთვის სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის მისაღწევად“, - წერს ბუდანოვი.
ამერიკელი წარმომადგენლების ვიზიტს წინ უძღოდა 5 სექტემბერს მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა. 6 სექტემბერს უიტკოფი და კუშნერი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ და მოლაპარაკებები დაიწყეს.