გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ იგეგმება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის გადაცემა.
ახალ პაკეტში შევა:
IRIS-T SLM-ის ტიპის საშუალო მანძილზე მოქმედი ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და Gepard-ის ტიპის საზენიტო დანადგარები;
საარტილერიო სისტემები და 230 ათასი ჭურვი;
Leopard 1 A5-ის ტიპის 80-ზე მეტი ტანკი;
ქვეითთა საბრძოლო მანქანები;
450 დაჯავშნული ავტომობილი;
დრონები და სხვა აღჭურვილობა.
გრდა ამისა, 2024 წელს გერმანია გეგმავს 10 ათასი უკრაინელი სამხედროს მომზადებას.