ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოელის, რომ უნგრეთი ალიანსში შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირებას თებერვლის ბოლოს მოახდენს ამ პროცესს საბოლოო წერტილს დაუსვამს. იუწყება Reuters
უნგრეთი ბოლო ქვეყანაა, რომელსაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებისთვის მხარი არ დაუჭერია.
„შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება ალიანსს უფრო ძლიერს და უსაფრთხოს გახდის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, თურქეთის პარლამენტმა 23 იანვარს აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებას.