პარასკევს ფერმერებმა გადაკეტეს საფრანგეთის ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი, რომელიც აკავშირებს პარიზს ჩრდილოეთ ქალაქ ლილთან, ბენილუქსის ქვეყნებსა და ბრიტანეთთან, რამაც კილომეტრიანი საცობები გამოიწვია.
მთავრობაზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, ავტომაგისტრალების გადაკეტვის მოწოდებით ადგილობრივ ფერმერთა გაერთიანებები გამოვიდნენ.
ფერმერები მთავრობას ადანაშაულებენ, რომ საკმარისს არ აკეთებს მათ სურსათზე დაბალი ფასებისა და გადაჭარბებული რეგულაციების დაძლევაში.
მთავრობის განცხადებით, მიიღებს აუცილებელ ზომებს, რათა შეაჩეროს ფერმერთა პროტესტი. მოელიან, რომ უახლოეს საათებში პრემიერ-მინისტრი ატალი განცხადებას გააკეთებს.
გამოკითხვების თანახმად, ფრანგების თითქმის 90% მხარს უჭერს ფერმერთა პროტესტს.