უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სატელეფონო საუბრისას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დაარწმუნა, რომ ის მხარს უჭერს ალიანსში შვედეთის გაწევრიანებას და მოუწოდებს პარლამენტს, დაასრულოს რატიფიკაცია პირველივე შესაძლებლობისას.
"მე ასევე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენ მოვუწოდებთ უნგრეთის პარლამენტს კენჭი უყაროს შვედეთის გაწევრიანებას და დაასრულოს რატიფიცირება, რაც შეიძლება მალე", - წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.
თავის მხრივ, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ორბანთან კარგი საუბარი შედგა და მიესალმა "პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის მკაფიო მხარდაჭერას შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით".
"მოუთმენლად ველი რატიფიცირებას, როგორც კი [უნგრეთის] პარლამენტი კვლავ შეიკრიბება", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, თურქეთის პარლამენტმა აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებას.