საკონტაქტო ჯგუფ "რამშტეინის" მე-18 შეხვედრის შემდეგ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი კიევს გადასცემს ჩამოწერილ სამხედრო ვერტმფრენებს - Sea King Mk41, რომელთაც მრავალი ფუნქციური დანიშნულება აქვთ.
პისტორიუსის განცხადებით, უკრაინას გადაეცემა 6 ვერტმფრენი, სათადარიგო ნაწილების პაკეტთან ერთად. ამასთან, გერმანული მხარე საკუთარ თავზე აიღებს უკრაინელი სამხედროების გადამზადებას.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა დასძინა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, კიევისთვის გერმანიის სამხედრო დახმარების ჯამურმა რაოდენობამ დაახლოებით ექვს მილიარდ ევროს მიაღწია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია 2024 წელს უკრაინას 7 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო საქონელს მიაწვდის.