სლოვაკეთის პრემიერ-მინიტრმა რობერტ ფიცომ უჟგოროდში ვიზიტამდე განაცხადა, რომ კიევში „აბსოლუტურდ ნორმალური ცხოვრებაა“.
ჟურნალისტებმა ფიცოს კითხვა დაუსვეს, რატომ ხვდება უკრინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიჰალს უჟგოროდში და არა კიევში.
როდესც ჟურნალისტმა ფიცოს განუმარტა, რომ კიევში მას თავისი თვალით შეეძლო ენახა ომის შედეგები, სლოვაკეთის პრემიერმა ეჭვქვეშ დააყენა, რომ კიევში ომი იგრძნობა.
„თქვენ ნამდვილად ფიქრობთ, რომ კიევში ომია? იმედი მაქვს თქვენ სერიოზულად არ ფიქრობთ... იქ აბსოლუტურად ნორმალური ცხოვრებაა, იქ ომი არ არის.
რატომ უნდა წავიდე კიევში, როდესაც შემიძლია შევხვდე პრემიერ-მინისტრს უჟგოროდში, მე ვერ ვხედავ განსხვავებას“, - აღნიშნა რობერტ ფიცომ.