პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები გამოდიან ინიციატივით რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-13 პაკეტში შევიდეს რუსეთიდან თხევდი აირის და ალუმინის იმპორტის აკრძალვა. ასევე მოითხოენ სამეცნიერო თანამშრომლობისა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების დაფინანსების აკრძალვას.
ოთხი ქვეყნის ინიციატივებს შორის ასევე არის სანქციების გვერდის ავლასთან ბრძოლის შემდგომი ზომები, საავიაციო სფეროში შეზღუდვების გამკაცრება დ იმ აკრძალული პროდუქციის სიის გაფართოება, რომლებიც გამოიყენება დრონების დასამზდებლად.
როგორც Reuters-ი იუწყება 2023 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთიდან თხვეადი აირის იმპორტი ომამდე არსებულ პერიოდთან შედარებით 40 პროცენტით გაზარდეს. უმსხვილესი იმპორტიორები იყვნენ ესპანეთი და ბელგია.