მედიის ცნობით, ბერლინის თავზე ასტეროიდი დააფიქსირეს, რომელიც სპეციალისტების გათვლებით, გერმანიის დედაქალაქის დასავლეთით ჩავარდა.
მცირე პლანეტების ცენტრის მონაცემებით, დაახლოებით ერთი მეტრის დიამეტრის ასტეროიდი უნგრელემა ასრტონომმა კრისტიან შარნეცკიმ აღმოაჩინა. ციურ სხეულს თვდაპირველად მიანიჭეს სახელი Sar2736, ახლა კი ის ცნობილია, როგორც 2024 BX1. სააგენტო dpa აღნიშნავს, რომ ასტეროიდის აღმოჩენა, მანამდე, ვიდრე ის დედამიწის ატმოსფეროში დაიწვებოდა, ბოლო წლებში მხოლოდ რამდენჯერმე მოხერხდა.
NASA-ს გათვლებით, ასტეროიდი ბრანდენბურგში, ნენჰაუზენის თემის მახლობლად უნდა ჩავარდნილიყო. პოლიციამ განაცხადა, რომ ციური სხეულის დაცემის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.
მოქალაქეებმა ასტეროიდის ნაშთების მოძებნა დაიწყეს.
გასულ წელს გერმანიაში 3,5 კგ წონის მეტეორიტი ერთ-ერთი სახლის ბაღში ჩავარდა. ქვა 200 ათას ევროდ შეფასდა.