უკრაინის სახმელეთო ძალებმა დაადასტურეს, რომ დატოვეს ხარკოვის ოლქის სოფელი კრახმალნოე. ამის შესახებ განაცხადა სახმელეთო ჯარების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვოლოდიმირ ფიტომ.
მისი განცხადებით, სოფელ კრახმალნოედან გასვლა საფრთხეს არ უქმნის ქვედანაყოფებს, რომლებიც სოფლის სიახლოვეს არიან განლაგებულნი.
მისივე განმარტებით, სამხედროებმა დატოვეს სოფელი და უკან დაიხიეს უფრო ხელსაყრელი პოზიციებისკენ.
"კრახმალნოე იყო დასახლება, სადაც ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე 45 ადამიანი ცხოვრობდა, იქ იყო მხოლოდ 5 საცხოვრებელი სახლი. ხუთივე სახლი დაინგრა რუსი აგრესორების შეტევის შედეგად. ჩვენი მიზანია უკრაინელი დამცველების სიცოცხლის გადარჩენა, ისინი გადავიდნენ უფრო ხელსაყრელ თავდაცვით პოზიციებზე და ხელს უშლიან მტრის წინსვლას. ეს არანაირ საფრთხეს არ უქმნის მეზობელ დანაყოფებს. ვფიქრობ, ეს დროებითი მოვლენაა. ფრონტის ხაზი ყოველდღიურად იცვლება", - თქვა მან.
მანამდე ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ISW იუწებოდა, რომ 20 იანვარს, რუსული ჯარები წინ წავიდნენ კუპიანსკ-სვატოვო-კრემენნაიას ხაზის გასწვრივ და აიღეს სოფელი კროხმალნოე.