საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ განაცხადა, რომ პალესტინელებს უფლება აქვთ ჰქონდეთ თავინთი სახელმწიფო. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
"პალესტინელებს უფლება აქვთ იყვნენ დამოუკიდებლები და ჰქონდეთ სახელმწიფო", - აღნიშნა სეჟურნემ.
მისივე თქმით, საფრანგეთი ერთგულია თავისი ვალდებულებების ამ მიზნის მისაღწევად.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიმინ ნეთანიაჰუსთან, რომლის დროსაც განიხილა დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესაძლო გადაწყვეტის საკითხი.