სლოვაკეთის კულტურის მინისტრმა მარტინა შიმკოვიჩოვამ კულტურის სფეროში რუსეთსა და ბელარუსთან თანამშრომლობა აღადგინა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთსი სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაუქმებული იყო.
ამის შესახებ სლოვაკური გამოცემა Pravda.sk იუწყება.
გამოცემამ მოიპოვა ახალი მინისტრის 12 იანვრით დათარიღებული განკარგულება, რომელიც ამ აკრძალვას აუქმებს. გადაწყვეტილება ძალაში 15 იანვარს შევიდა.
„მსოფლიოში ათობით სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს და, ჩვენი აზრით, ხელოვანებმა და კულტურამ ამისთვის ფასი არ უნდა გადაიხადონ“, - თქვა შიმკოვიჩოვამ გამოცემასთან კომენტარში.