რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმა განხორციელდა ორლოვოს, სმოლენსკისა და ტულის ოლქებში.
მათივე ცნობით, რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა მხოლოდ სმოლენსკში სამი უკრაინული დრონი ჩაოაგდეს, მათივე განცხადებით, უკრაინული დრონები გაანეიტრალეს ორლოვოსა და ტულის ოლქებშიც. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.
ასევე, ლენინგრადის რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ განაცხადა, რომ ხანძარი გაჩნდა უსტ-ლუგის პორტში, “ნოვოტეკის“ ტერმინალში.
რუსი ჟურნალისტების ცნობით, დაიწვა ქვანახშირის ტერმინალი. Baza-ს ინფორმაციით, ხანძრის გაჩენამდე ცოტა ხნით ადრე, ახლომდებარე ქალაქების მაცხოვრებლებმა დრონების ხმები გაიგეს, რასაც აფეთქებები მოჰყვა.
საწარმოდან 150-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.