მედიის ცნობით, იტალიის ქალაქ ვიჩენცაში პალესტინელების მხარდამჭერი აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა.
სამართალდმცველებმა დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს.
დემონსტრაცია ვიჩენცაში, ოქროსა და სამკაულების სავაჭრო გამოფენის ტერიტორიასთან გაიმართა.
აქციის მონაწილეები გამოფენაზე ისრაელის პავილიონის განთავსებას აპროტესტებდნენ. მათ გამოტანილი ჰქონდათ ტრანსპარანტები წარწერებთ "თავისუფლება პალესტინას" და "შეწყდეს ღაზის დაბომბვა".
მოგვიანებით აქცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ვიჩენცას მერის განცხადებით, „ძალადობას არავითარი გამართლება არ აქვს“.