ბაჰრეინის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ორი ხომალდი - HMS Chiddingfold და HMS Bangor - ერთმანეთს შეეჯახა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სამეფო საზღვაო ძალების პრესსამსახურის განაცხადებით, მომხდარის გარემოებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
შეჯახების შედეგად ორივე ხომალდის ეკიპაჟს შორის არავინ დაშავებულა.
ხომალდები დიდი ხანია ბაჰრეინის პორტში იმყოფებიან და უზრუნველყოფენ ამ წყლებში სავაჭრო ნაკადების უსაფრთხოებას.
სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ხომალდების შეჯახების კადრები. BBC-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით ვერ ახერხებს გავრცელებული კადრების ნამდვილობის დადასტურებას.