2023 წლის ბოლოს მონაცემებით, ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი რუსეთი გახდა, გადაუსწრო რა საუდის არაბეთს. ამის შესახებ Reuters წერს ჩინეთის საბაჟოების მონაცემებზე დაყრდნობით.
ამ მონაცემებით, რუსეთის ფედერაციიდან ჩინეთში ნავთობის მიწოდებამ 2023 წელს შეადგინა 107,02 მლნ ტონა, რაც უდრის 2,14 მლნ ბარელს დღეში. ეს არის ნავთობის მიწოდების რეკორდული მაჩვენებელი რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობების ისტორიაში. რუსეთის მიერ ჩინეთისთვის მიწოდებული ნავთობის რაოდენობა ბევრად აღემატება ჩინეთში ნავთობის სხვა ექსპორტიორებს - საუდის არაბეთსა და ერაყს.
ამასთან, ჩინეთმა საუდის არაბეთიდან ნავთობის შესყიდვა რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ 1,8 პროცენტით (85,96 მლნ ტონამდე) შეამცირა. თუმცა, ჩინეთში ნედლი ნავთობის მთლიანი იმპორტი 2023 წელს რეკორდულ 563,99 მილიონ ტონამდე გაიზარდა.
2023 წლის ბოლოს, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ ჩინეთის წილი რუსული ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 45-50 პროცენტია, ხოლო ინდოეთის წილი ორ წელიწადში თითქმის ნულიდან 40 პროცენტამდე გაიზარდა. რუსეთის ფედერაციიდან ევროპაში ნავთობის ექსპორტი 2023 წელს შემცირდა 40-45 პროცენტიდან მთლიანი მარაგების 4-5 პროცენტამდე,