ნატო-ს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი წვრთნები მომავალ კვირას დაიწყება. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლესმა სარდალმა, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ ალიანსის სამხედრო კომიტეტის ორდღიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დაახლოებით 90 ათასი სამხედრო მოსამსახურე ნატო-ს ქვეყნებიდან და შვედეთიდან მიიღებს მონაწილეობას „ბოლო ათწლეულების უმსხვილეს წვრთნებში“ - Steadfast Defender 2024.
"ეს იქნება ჩვენი ერთიანობის, ჩვენი სიძლიერის და ერთმანეთის დაცვის სიმტკიცის გადაწყვეტილების აშკარა დემონსტრირება. ალიანსი გამოავლენს ევროატლანტიკური რეგიონის გაძლიერების უნარს ჩრდილოეთ ამერიკიდან ძალების გადაადგილები გზით", - თქვა კავოლიმ.
ამავდროულად, სააგენტო DPA წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ წვრთნები Steadfast Defender თებერვალში დაიწყება.