ესტონეთის ხელისუფლების განცხადებით, მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს არ გაუგრძელა ბინადრობის ნებართვა და ეს გადაწყვეტილება "უსაფრთხოების რისკებით" ახსნა.
შედეგად, ტალინისა და სრულიად ესტონეთის მიტროპოლიტმა ევგენიმ 6 თებერვლამდე უნდა დატოვოს ესტონეთი. სწორედ ამ დღეს ეწურება ვადა არსებულ ბინადრობის ნებართვას.
"ესტონეთის სახელმწიფო აღარ გააგრძელებს მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის ბინადრობის ნებართვის ვადას", - განაცხადეს კომპეტენტურმა ორგანოებმა.
"მისი ქმედებები ესტონეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს", - დასძინეს მათ.
ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიტროპოლიტ ევგენის (ვალერი რეშეტნიკოვი) არაერთხელ სთხოვეს, შეეწყვიტა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამართლება და კრემლის პოზიციების გამართლება.
ესტონეთის მოსახლეობის 16% მართლმადიდებელია. დაახლოებით 150 000 მოქალაქე თავს მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლად მიიჩნევს. კიდევ 270 000 ესტონეთის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წევრია.
ორივე ეკლესია თავს მიიჩნევს ესტონეთის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამართალმემკვიდრედ, რომელიც მოქმედებდა 1920-1945 წლებში.