მსოფლიოს უდიდესი აისბერგი A23a ატლანტის ოკეანის სამხრეთით მოძრაობას განაგრძობს.
საექსპიდიციო კომპანია Eyos-ის მივიდა აისბერგთან, რომელიც გასული წლის ნოემბერში ანტარქტიდასთან უედელის ზღვის ფსკერიდან მოწყდა და მოძრაობა დაიწყო ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილისკენ.
ჯერ კიდევ 1986 წელს უდიდესი აისბერგი ანტარქტიდას გამოეყო, თუმცა შემდეგ გაჩერდა და მიეჯაჭვა უედელის ზთვის ფსკერს.
4 წლის წინ მან ნელ-ნელა მოძრაობა დაიწყო, რამაც გამოიწვია ის, რომ 2023 წლის ნოემბერში 4 000 კვ. კმ-ის ფართობის, 300 მეტრის სისქის აისბერგი, რომელიც ტრილიონ ტონას იწონის, დაიწყო მოძრაობა ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში. სპეციალისტების აზრით, ის საბოლოოდ გადნება დ სამუდამოდ გაქრება.
ამჟამად, ეროზია, რომელიც პროვოცირებულია თბილი ჰაერისა და წყლის ზედაპირის გამო ნელ-ნელა ანგრევს აისბერგს. ექსპედიციის წევრებმა შეამჩნიეს 3-4 მეტრის უზარმაზარი ტალღები, რომლებიც ენარცხებიან კრატერს და იწვევენ ეროზიას. შედეგად ყინულის სქელ ფენაში წარმოიქმნება თაღები და გამოქვაბულები.
სპეცილისტები ვერ ამბობენ რამდენ ხანს გაგრძელდება აისბერგის არსებობა.