გერმანიის რამდენიმე რეგიონში გზებზე კვლავ რთული ვითარებაა მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო. იუწყება Spiegel
რამდენიმე ავტომაგისტრალზე დიდი საცობები შეიქმნა. პოლიციის შეფასებით, რეინლანდ-პფალცში 2 000-მდე ადამიანი ერთ-ერთ ავტომაგისტრლზე 15-კილომეტრიან საცობში მოხვდა. მოძრაობა ფაქტობრივად ორივე მიმართულებით გაჩერებული იყო. რამდენიე სატვირთო ვტომობილი გადაადგილებას ვერ ახერხებდა, რის გამოც საავტომობილო ზოლები ჩაიკეტა.
პოლიციაში განაცხადეს, რომ ადგილზე მუშაობს წითელი ჯვარი და ბლოკირებულ მძღოლებს პლედებსა და ცხელ სასმელებს ურიგებენ.
გზებზე არსებულმა ყინულმა და თოვლმ გამოიწვია უამრავი ავტოსგზაო შემთხვევა, რომელსაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. ერთ-ერთი მსხვილი ავარიისას ერთმანეთს ექვი სატრანსპორტო საშუალება დაეჯახა, დაშავდა 6 ადამიანი.
გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახური მძღოლებს, რომლებიც ავტომობილით მგზავრობას გგემავენ, ურჩევს, მოიმარაგონ საწვავი, თბილი ტანსაცმელი და თერმოსით ცხელი სასმელი.
ფრანკურტის აეროპორტში დილის ყველა რეისი გადაიდო. გუსშინ ამინდის გაუარესების გამო გადაიდო ასობით რეისი, შუადღისით კი აეროპორტმა მუშაობა გააჩერა, რადგან სპეციალისტები ვერ ასწრებდნემ თვითმფრინავების გაწმენდას ყინულოვანი წვიმისგან.
კიოლნში დღეს არ იმოძრავებენ ავტობუები. ქვეყნის ცალკეულ რაიონებში სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
ამასთან, მატარებლებს დეკემბრის კოლაფსისგნ განსხვავებით, პრობლემები არ შექმნიათ.
გერმანიის ცენტრალურ ნაწილში თოვა ისევ გრძელდება. მეტეოროლოგების ცნობით, შესაძლოა 30-სანტიმეტრამდე თოვლი მოვიდეს.