ბელგიის პოლიციამ ანტვერპენში პაბლო პიკასოსა და მარკ შაგალის ნახატები იპოვა, რომლებიც 2010 წელს მოიპარეს. იტყობინება ბელგიური მედია.
პოლიციამ ნახატები ანტვერპენში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში იპოვა.
საუბარია პიკასოს ნახატზე „ტეტე“ და შაგალის ნახატზე „ადამიანი ლოცვისას“. ისინი 2010 წელს თელ ავივში, კოლექციონერს მოჰპარეს. იმავე კოლექციონერის სახლიდან 680 ათასი დოლარის ღირებულების სამკაულებიც მოიპარეს, თუმცა მათი პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
ნახატების საერთო ღირებულება დაახლოებით 900 ათას დოლარად არის შეფასებული.
სამართალდამცველების თქმით, ნამუშევრები სათანადოდ იყო შეფუთული და დაზიანებული არ არის.
ბელგიის პროკურატურის ცნობით მთავარი ეჭვმიტანილი დაკავებულია.