ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება ომის დროს შეუძლებელია, თუმცა პროცედურების დაწყება აგრესორთან დაპირისპირების ეატაპზეც შეიძლება. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა.
„ომის დროს ეს შეუძლებელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს მიწვევა ნატო-ში, რის შემდეგაც დაიწყება ამ საკითხის განხილვის პროცესი ალიანსის წევრი ქვეყნების პარლამენტებში. ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის დამცველების მორალური მხენობისთვის“,- განაცხადა დუდამ.
დუდამ აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა იბრძოლოს ნატო-ში სრულფასოვანი წევრობისთვის, მისი თქმით, უკრაინის მომავალი გაწევრიანება ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-ს სიმტკიცისთვის და პოლონეთის უსაფრთხოებისთვის.