ისლანდიის ნახევარკუნძულ რეიკიანისზე, ქალაქ გრინდავიკში, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ლავამ სამი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.
სამოქალაქო თავდცვის სამსახურში განაცხადეს, რომ ლავის ნაკადმა ევაკუირებული ქალაქის განაპირას მდებარე სამი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.
ამასთან, ჯერ კიდევ ნოემბერში აშენებულმა დამცავმა კედლებმა შესაძლებელი გახადა დასავლეთით ლავის ნაკადის უფრო ძველი და ღრმა ბზარისკენ მიემართათ.
15 იანვრის დილითვის ლავის ნაკადი შესამჩნევად შესუსტდა.
სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ვიდირ რეინისონმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს „მოვლენები, რომლებიც დიდხანს ემახსოვრებათ“ და არ გამორიცხავს, რომ ეს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების ახალი სერიების მხოლოდ დასაწყისია, რომელთანაც გამკლავება ძალიან რთული იქნება.
ჩვენ ამ სფეროში უკვე ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ისლანდიაში 1973 წლის შემდეგ ეს ვულკანის ყველაზე სერიოზული ამოფრქვეაა“,- აღნიშნა მან.
ისლანდიის პრემიერმა კატრინ იაკობსდოტირმა თანაგრძნობა გამოუცხადა გრინდავიკის მოსახლეობას და დაპირდა ახალი საცხოვრებელი სახლების აშენებას.