გერმანია და საფრანგეთი არ შეწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე რუსეთი გააგრძელებს უკრაინელების წინააღმდეგ უკანონობას.
ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ბერლინში ფრანგ კოლეგასთან სტეფან სეჟურნესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხდა.
„პუტინი არ წყვეტს ომს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, მას არ სურს მისი დასრულება. მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას წელს და იმდენ ხანს, სანამ რუსეთი უკან არ დაიხევს“, - განაცხადა ბერბოკმა.
ბერბოკმა აღნიშნა, რომ სეჟურნეს ვიზიტი კიევში რუსეთის სარაკეტო ტერორის დროს სოლიდარობის მნიშვნელოვანი ნიშანია. „უკრაინელები ბოლო კვირებში განიცდიან ყველაზე ძლიერ საჰაერო თავდასხმებს ბოლო 2 წლის განმავლობაში, როდესაც რუსეთი უპრეცედენტო დარტყმებს აყენებს სამოქალაქო ობიექტებს“, - აღნიშნა ბერბოკმა.