ისლანდიაში, ქალაქ გრინდავიკის სიახლოვეს ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო.
ქალაქ გრინდავიკიდან მოსახლეობის ევაკუაცია ჯერ კიდევ წუხელ, გვიან დაიწყო, რადგან არსებობდა საშიშროება, რომ სეისმური აქტივობი გამო, ვულკანის ამოფრქვევა გარდაუვალი იქნებოდა.
ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ამოფრქვევა ქალაქთან ახლოს მიწისძვრების სერიის შემდეგ მოხდა.
მედიის ცნობით, გავარვარებული ლავა ქალაქ გრინდავიკს უახლოვდება.
ქალაქ გრინდავიკის სიახლოვეს მიწისძვრების სერია და ვულკანის ამოფრქვევა გასული წლის ნოემბერშიც მოხდა. მაშინაც განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია, რომლებიც საკუთარ სახლებს მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ, 22 დეკემბერს დაუბრუნდნენ.