ეგვიპტესა და ღაზის სექტორს შორის საზღვარი უნდა დაიკეტოს, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. იუწყება CNN
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ომს დასრულებად არ მიიჩნევს, ვიდრე არ დაკეტავს ფილადელფიის დერეფანს - 14-კილომეტრიან ზოლს, რომელიც წარმოადგენს ბუფერულ ზონას საზღვარზე ეგვიპტესა და ღაზას შორის.
„ჩვენ გავანადგურებთ ჰამასს, მოვახდენთ ღაზის დემილიტარიზაციას, მაგრამ სამხედრო ტექნიკა და სხვა მომაკვდინებელი იარაღი კვლავ შემოვა ამ სამხრეთ ღიობებიდან, ამიტომ ჩვენ უნდა დავხუროთ იგი“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ეგვიპტური გამოცემა Ahram Online-ის ცნობით, მანამდე ეგვიპტემ გააფრთხილა ისრაელი დერეფანში სამხედრო ოპერაციებისგან.
გამოცემა ანონიმ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ისრაელის ნებისმიერი შეჭრა ფილადელფიის დერეფანში ჩაითვლება 1979 წლის ეგვიპტე-ისრაელის სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევად.