პარიზი მზად არის, რომ კიევს უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღების წარმოების შესაძლებლობების გაუმჯობესებაში დაეხმაროს.
ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ კიევსი, უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კილებასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ ერთობლივად გავაძლიეროთ უკრაინის შესაძლებლობები მის ტერიტორიაზეშეიარაღების წარმოებაში და მზად ვართ დავეხმაროთ მას ამ სფეროში“, - აღნიშნა სეჟურნემ.
საფრანგეთის საგარეო უწყების მეთაურის თქმით, ეცდებიან გააუმჯობესონ იურიდიული და საორგანიზაციო ფარგლები, რათა უკრაინასთან თანამშრომლობა უკეთესად წარიმართოს და გამარტივდეს.
უკრაინისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს კიევში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს, და სამხედრო დახმარებასა და თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
მოლაპარაკების კიდევ ერთი თემა იყო ევროკავშირსა და ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი.
კულებასა და სეჟურნეს შორის მოლაპარაკების სხვა თემებს შორის იყო რუსეთის გაყინული აქტივების და რუსეთის აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის საკითხები.