13 იანვარს, დილით, სანქტ-პეტერბურგის პუშკინსკის რაიონში Wildberries-ის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხანძარი 70 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა გაშლილი.
რუსული მედიის ცნობით, ხანძრის მიზეზი შესაძლოა ელექტროგაყვანილობის გაუმართობა ყოფილიყო. არსებობს ვარაუდი, რომ ხანძარი განზრახ გაჩენილმა ცეცხლმა გამოიწვია.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მედიის ინფორმაციით, საწყობში ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა 10 მილიარდ რუბლს გადააჭარბოს, თუმცა „ხანძრის სრულად ჩაქრობამდე ძნელია ზარალის შეფასება“.
ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობს 400-ზე მეტი მაშველი და 100-მდე ტექნიკა.