ფინელმა ევროპარლამენტარმა პეტრი სარვაამამ შეძლო შეეგროვებინა საკმარისი ხელმოწერები, რათა უნგრეთს ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლება ჩამოერთვას. ამის შესახებ სარვაამა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, შესაბამის პეტიციას ხელი 120-მა ევროპარლამენტარმა მოაწერა ხელი.
„ჩვენ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით ორბანისთვის ხმის ჩამორთმევას”, – წერს სარვაამა.
პეტრი სარვაამას თქმით, უნგრეთს უნდა შეეზღუდოს უფლებები და მათ შორის დროებით ჩამოერთვას ხმის მიცემის უფლება ევროპულ საბჭოში, უნგრეთის მიერ ევროკავშირის ღირებულებების არაერთგზის დარღვევის გამო.
ფინელი ევროპარლამენტარის აღნიშნული პეტიცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვების განზრახვის შესახებ განაცხადა. ამას კი შესაძლოა, მოჰყვეს საბჭოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის როლის გაძლიერება და დროებით უხელმძღვანელოს ერვოპულ საბჭოს, თუ ევროკავშირის ლიდერები მიშელის შემცვლელს ვერ იპოვიან, რადგან ივლისიდან უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.