აშშ-ის საჰაერო ძალების განცხადებით, მოკავშირეებთან ერთად, იემენში ჰუსიტების 60-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს.
CNN -ის ცნობით, ამერიკელმა და ბრიტანელმა სამხედროებმა დარტყმები განახორციელეს საადის პროვინციაში ქაჰანის ავიაბაზაზე, ასევე ალ-დაილამის ავიაბაზის წინააღმდეგ, ქალაქ ჰუდაიდის აეროპორტის რაიონში, თაიზის, აბასის აეროპორტებზე და სხვა ობიექტებზე.
დარტყმებისას 100-ზე მეტი მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა იქნა გამოყენებული.
იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე თავდასხმები აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა განახორციელეს. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელის განცხადებით, დარტყმები თვითმფრინავებიდან, გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდან მოხდა. დარტყმები განხორციელდა თვითმფრინავებიდან, გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდან.