რუსეთმა იემენში, ჰუსიტების ობიექტებზე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ განხორციელებული იერიშების გამო, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნა მოითხოვა. იუწყება BBC
სხდომა დღეს გაიმართება.
ამავდროულად მიმდინარე კვირას უშიშროების საბჭოზე მიღებული რეზოლუციით, ქვეყნებმა მოსთხოვეს ჰუსიტებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავიანთი თავდასხმები გემებზე წითელ ზღვაში. რუსეთმა და ჩინეთმა, საბჭოს მუდმივმა წევრებმა, თავი შეიკავეს ამ რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობაზე.
იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე თავდასხმები აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა განახორციელეს.