ლატვია უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ რიგაში ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმსა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რინკევიჩსის თქმით, ლატვია კიევის დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს. ახალ პაკეტში შევა ჰაუბიცები, საბრძოლო მასალები, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ვერტმფრენები, დრონებსა და სხვა აღჭურვილობა.
ლატვიისა და უკრაინის ლიდერებმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმებსაც მოაწერეს ხელი - კერძოდ, უკრაინისთვის საჭირო დრონების წარმოებას.
"იქნება ასევე მთავრობათაშორისი შეთანხმება უკრაინის დახმარების შესახებ. მანამდე სეიმმა მხარი დაუჭირა 500-ზე მეტი მილიონი ევროს გამოყოფას რეკონსტრუქციის პროგრამისთვის 3 წლის განმავლობაში - პროგრამა კონცენტრირებული იქნება ჩერნიგოვის რეგიონზე", - განმარტა რინკევიჩსმა.