დღევანდელი აზერბაიჯანი, ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით, მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს შორისაა,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყენამ მთავარი ამოცანა რამდენიმე თვის წინ გადაჭრა.
„მთავარი ამოცანა რამდენიმე თვის წინ გადავჭერით, მთლიანად აღვადგინეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. სექტემბრის მოვლენები, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ამოვარდეს ზოგადი კონტექსტიდან“, - განაცხადა ალიევმა.
მისივე თქმით, დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი 2003 წელი იყო, როდესაც "აზერბაიჯანელმა ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა და ისტორია სხვა მიმართულებით რომ წასულიყო, შეუძლებელია იმის ცოდნა, თუ რა უბედურება და ტრაგედია შეიძლებოდა შექმნოდა სახელმწიფოს"