ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრებმა ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომაზე, დაადასტურეს, რომ გააგრძელებენ კიევის სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას. ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატო-ს წევრებმა წარმოადგიმეს გეგმა უკრაინისთვის 2024 წელს მილიარდობით ევროს დამატებითი შესაძლებლობებით უზრუნველვყოფის შესახებ.
საბჭოს სხდომა უკრაინის ხელისუფლების ინიციატივით, უკრაინის მიერ ბოლო დღეებში რუსეთის მიერ მასირებულ იერიშებთან დაკავშირებით გაიმართა.
ნატო-ში უკრაინის წარმომადგენელმა ნატალია გალიბარენკომ განაცხადა, რომ ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა, ადასტურებს, რომ გააგრძელებენ კიევის მხარდაჭერას.
„ყველას ესმის, რომ ეს ომი დიდხანს გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, ესმით, რომ დახმარება უნდა გაგრძელდეს შეუფერხებლად“, - თქვა მან.