ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტმა მეამბოხეებმა წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების რეგიონულმა სარდლობამ განაცხადა, რომ აშშ-სა და ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ძალებმა ჩამოაგდეს 18 თვითმფრინავი და 3 რაკეტა, რომლებიც ჰუსიტებმა გაისროლეს წითელო ზღვის სამხრეთ ნაწილში ათობით სავაჭრო გემის მიმართულებით.
დაშავებულებისა და დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გავრცელებული ცნობებით, ჰუსიტებმა ირანში დამზადებული OWA UAVS-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს. ისინი ამერიკულმა ავიაზიდებმა USS Dwight D. Eisenhower-მა, USS Gravely-მ, USS Laboon-მა, USS Mason-მა, ასევე ბრიტანულმა HMS Diamond-მა ჩამოაგდეს.
გასული წლის 19 ნოემბრის შემდეგ ეს არის ჰუსიტების 26-ე თავდასხმა წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე.