ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" ლიდერმა ისმაილ ჰანიამ განაცხადა, რომ ისრაელმა "ვერ მიაღწია ვერცერთ მიზანს" ღაზაში. ამის შესახებ მან კატარში მუსლიმ სწავლულთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
ჰანიას თქმით, ღაზაში მყოფი მძევლები სახლებში არ დაბრუნდებიან, ვიდრე ისრაელი ყველა პალესტინელ პატიმარს არ გაათავისუფლებს.
ჰანიამ მოუწოდა მუსლიმურ სახელმწიფოებს დაეხმარონს პალესტინურ წინააღმდეგობას იარაღით, რადგან ეს არ არის მხოლოდ პალესტინელი ხალხის ბრძოლა.