გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორი და დასავლეთ სანაპირო პალესტინელებს ეკუთვნის.
კაიროში ეგვიპტელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ბერნოკმა აღნიშნა, რომ იგივე პოზიციაზეა ეგვიპტეც.
მისი თქმით, პალესტინელები ამ ტერიტორიებიდან არ უნდა განდევნონ.
მისივე თქმით, ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საერთაშორისო საზოგადოება იქნება.
„ისრაელის არმიამ მეტი უნდა გააკეთოს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ამდენი უდანაშაულო პალესტინელის ტანჯვა არ შეიძლება გაგრძელდეს“, - აღნიშნა ბერბოკმა.
ბერბოკმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს შექმნის იდეას.