ეკვადორის ციხიდან კრიმინალური დაჯგუფების ცნობილი ლიდერი გაუჩინარდა. ქვეყანაში ორთვიანი საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა. იუწყება BBC
ადოლფო მასიას ვილიამარი (ფიტო) გაუჩინარება 8 იანვარს დილით შენიშნეს, როდესაც თუმცა ციხის თანამშრომლებს ის საგანგებოდ დაცულ საკანში არ დახვდათ.
„ნარკოტერორისტული ჯგუფები ცდილობენ ჩვენს დაშინებას და ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ დავთმობთ მათი მოთხოვნების წინაშე. ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ტერორისტებთან და არ მოვისვენებთ, ვიდრე მშვიდობა არ აღდგება“, – განაცხადა ეკვადორის პრეზიდენტმა.
ფიტო,ციხეში სასჯელს 12 წლის განმავლობაში იხდიდა და ამავდროულად ძლიერ კრიმინალურ დაჯგუფებას, „ლოს ჩონეროსს“ ხელმძღვანელობდა.
დაჯგუფება ფაქტობრივად, აკონტროლებს რეგიონული ციხის ნაწილს, სადაც ფიტო იხდიდა სასჯელს. ჯერჯერობით დაუდგენელია, შეძლო თუ არა ფიტომ სასჯელაღსრულების კომპლექსის დატოვება, შესაძლოა, ის ციხის ტერიტორიაზე იმალებოდეს. პოლიციაში აცხადებენ, რომ ასობით ოფიცერი ციხის კომპლექსის ტერიტორიაზე ჩხრეკას ატარებს.
ციხე მდებარეობს დიდ კომპლექსში, სადაც ხუთი პენიტენციური დაწესებულებაა გაერთიანებული და 12 000-ზე მეტი პატიმარი იხდის სასჯელს.