მინესოტას შტატის პოლიციის განცხადებით, სამი ადამიანი დაიღუპა, სასტუმრო Super 8-ში მომხდარი სროლის შედეგად, მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის არის თავდამსხმელიც.
პოლიციის ინფორმაციით, დაახლოებით 18:30 საათზე მათ სასტუმროს თანამშრომელი დაუკავშირდა და თავდასხმის შესახებ აცნობა.
ადგილზე მისვლისას პოლიციელებმა იპოვეს 22 წლის ქალი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა სასტუმროს ავტოსადგომზე, მანქანაში კიდევ ერთი მსხვერპლი, 35 წლის კაცი იპოვეს, რომელიც ასევე ცეცხსასროლიიარაღით იყო მოკლული
მოგვიანებით კი, პოლიციამ სასტუმროს გარეთ ნახა თავდამსხმელი, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად იყო გარდაცვლილი.
თავდასხმის მიზეზი უცნობია.