რუსმა ოკუპანტებმა 8 იანვარს, გამთენიისას უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის 59 საშუალება გამოიყენეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინის დამცველებმა გაანადგურეს „შაჰედის“ ტიპის 8 დრონი და 18 ფრთოსანი რაკეტა. მისივე ინფორმაციით, მტრის რაკეტებმა, რომელთა ჩამოგდებაც ვერ მოხერხდა, მიზანს ვერ მიაღწიეს.
რუსებმა უკრაინაზე მასირებული იერიშისას გამოიყენეს: „შაჰედის“ ტიპის 8 დრონი, С-300/С-400-ის ტიპის 7 საზენიტო მართვადი რაკეტა, 32 ფრთოსანი რაკეტა, „ისკანდერის ტიპის“ 6 ბალისტიკური რაკეტა, 2 მართვადი საავიაციო რაკეტა.
ოკუპანტები უტევდნენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, სამრეწველო, სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებს.
მტრის სამიზნე იყო ხარკოვის, დნიპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის რეგიონები.
რუსი ოკუპანტების მასირებულ იერიშს ემსხვერპლა 4 ადამიანი, 33 დაშავდა. მაშველები ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ.