აშშ-ის კონგრესში 2024 წლის ბიუჯეტის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს.
„შეთანხმება დაგვაახლოებს იმასთან, რომ თავიდან ავიცილოთ მთავრობის მუშაობის შეჩერება და დავიცვათ მნიშვნელოვანი ეროვნული პრიორიტეტები“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
შეთანხმების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ზედა ზღვარი 1,6 ტრილიონი დოლარი იქნება. ამ თანხიდან 886 მილიონი თავდაცვითი ხარჯებია, რომელიც მოიცავს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის გამოყოფილ 300 მილიონ დოლარს.