დანიური გამოცემა Berlingske-ს ინფორმაციით, დანიამ უკრაინისთვის F-16-ისტიპისგამანადგურებლების მიწოდება ექვსი თვით გადადო.
კოპენჰაგენს პირველი ექვსი თვითმფრინავი უკრაინისთვის 2024 წლამდე უნდა მიეწოდებინა, თუმცა გამანადგურებლებს უკრაინა მეორე კვარტალში მიიღებს.
როგორც მედიას დანიის თავდაცვის სამინისტრომ განუცხადა, მიწოდების განრიგი ყოველთვის დამოკიდებული იყო გარკვეული პირობების შესრულებაზე, მათ შორის უკრაინელი მფრინავების წარმატებულ წვრთნაზე, ასევე საკმარისი ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობაზე, რაც საჭიროა უკრაინაში F-16-ების მომსახურებისთვის.
Berlingske-ს ცნობით, ამჟამად დანიაში საბრძოლო თვითმფრინავების მართვის სწავლებას ექვსი უკრაინელი მფრინავი გადის. აგვისტოში დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა პირობა დადო, რომ კიევში ცხრამეტ F-16-ს გაგზავნის.