თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიიღო.
შეხვედრა პრესისთვის დახურული იყო..
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის ხელმძღვანელი იბრაჰიმ კალინი და აშშ-ის ელჩი ანკარაში ჯეფრი ფლეიკი.