აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 10 მლნ დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა „ჰამასის“ ფინანსური ქსელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ.
უწყება დაინტერესებულია ხუთი პირის შესახებ ინფორმაციით, რომლებსაც ის „ჰამასის“ ფინანსურ ფასილიტატორებს უწოდებს. მათ შორისაა აბდელბასით ჰამზა ელჰასან ჰაირი. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ის „ჰამასის“ სუდანელი ფინანსისტია, რომელიც მართავდა დაჯგუფების მრავალრიცხოვან კომპანიას საინვესტიციო პორტფელში, ასევე პირადად მონაწილეობდა დაჯგუფებისთვის თითქმის 20 მილიონი დოლარის გადარიცხვის ოპერაციაში. უწყების ინფორმაციით, ჰამზას ასევე ხანგრძლივი ფინანსური კავშირები აქვს „ალ-ქაიდასთან“.
უწყების ჩამონათვალში არის კიდევ სამი პირი - ამერ ქემალ შარიფ ალიშავა, აჰმედ სადუ ჯალები, ვალიდ მოჰამედ მუსტაფა ჯადალა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარატმენტის მონაცემებით, ისინი თურქეთში ცხოვრობენ და ფლობენ კომპანიებს, რომლებიც „ჰამასის“ საინვესტიციო პორტფელში შედიან.
გარდა ამისა, აშშ ეძებს ინფორმაციას მუჰამედ აჰმად აბდ ალ-დიმ ნასრალაზე. უწყების ცნობით, მას კავშირი აქვს ირანულ ორგანიზაციებთნ და „ჰამასის“ სამხედრო ფრთის „ალ-ქასიმის“ ბრიგადის დაფინანსებასთან.
სახელმწიფო დეპარატმენტის განცახდებით, აღნიშნულ პირებზე ინფორმციების მოპოვება დაეხმარება „ჰამასის“ დაფინანსების ჯაჭვის გაწყვეტაში.