ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი თანახმაა გაათავისუფლოს 20 უკრაინელი სამხედრო ტყვე, თუ მისი ოჯახის წევრებს დასავლეთის სანქციებს მოუხსნიან.
„დამნაშავეები არ არიან დედაჩემი, ჩემი ცოლი, ქალიშვილები და ძმისშვილები. ისინი არასდროს მონაწილეობდნენ პოლიტიკურ თამაშებში. ერთი სიტყვაც არასდროს უთქვამთ. მე ვიბრძოდი, მე ვიბრძოლებ....
ჩემს წინააღმდეგ დააწესეთ, ყველაფერი, რაც გინდათ, მაგრამ ოჯახს, დედას არ შეეხოთ. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ამ ადამიანების სოცოცხლე, დაე გაცვალეთ სანქციებზე ჯარისკაცები“, - თქვა კადიროვმა.
მედიის ინფორმაციით, კადიროვმა სამხედრო ტყვეების სია გადასცა ერაყის მასობრივი განადგურების იარაღის ლიკვიდაციის მონიტორინგის გაერო-ს ყოფილ ინსპექტორს, სკოტ რიტერს.