უკრაინული მედიის ცნობით, 5 იანვარს რუსეთის არმიამ ხერსონის ოლქში, სოფელ ინგულეცში აგრარულ საწარმოზე იერიში მიიტანა. დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი დაშავდა
„ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, დაღუპული 35 წლის კაცია. დაშავებული 60 წლის მოქალაქე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.