ინდონეზიაში სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 28 დაშავდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მედიის ცნობით, მაშველები რამდენიმე საათია, ვაგონებს შორის მოყოლილი ორი ადამიანის ამოყვანას ცდილობენ.
მატარებლის ოპერატორ კომპანიასა და პროვინციის მთავრობაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას ტრანსპორტის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩაატარებენ.
მატარებლებში 478 მგზავრი იმყოფებოდა. დაღუპულები ეკიპაჟის წევრები არიან. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.