იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 92-დე გაიზარდა, დაშავებულია 460, ხოლო 242 დაკარგულად არის მიჩნეული. იუწყება ABC News
მედიის ინფორმაციის თანახმად, 5 იანვრის დილის მონაცემებით, 55 ადამიანი ქალაქ ვაძიმაში დაიღუპა, 23 სუზუში, კიდევ 13 ადამიანია დაღუპული მეზობელ ქალქებში, დაშავებულტთგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა. დაკარგულთა უმეტესობა ხანდაზმულია, რომლებიც ვაძიმადან და სუზუდან არიან.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ვითარებას ართულებს ისიც, რომ მოქალაქეები ახალი წლის აღსანიშნავად ახლობლებთან სხვა ქალაქებიდან ჩავიდნენ.
იაპონიის ნახევარკუნძულ ნოტოზე 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 2 იანვარს მოხდა, რამაც გამოიწვია ხანძრები ქალაქ ვაძიმასა და ისიკავას პრეფექტურაში.