ფინეთში 4 იანვარს ზამთრის განვალობაში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა -43,1 გრადუსი დაფიქსირდა.
რეკორდული ყინვა ლაპლანდიაში, ქალაქ ენონტეკიოში დაფიქსირდა.
„ენონტეკიოს აეროპორტში ტემპერატურა დილის მაჩვენებელთან შედარებით, -43,1 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა“, - აღნიშნეს მეტეოროლოგებმა.
ეს უკვე მესამე შემთხვევაა დღის განმავლობაში, როდესაც ყინვამ ფინეთში რეკორდი მოხსნა. დღესვე, ენონტეკიოში ტემპერატურა -42,5 გრადუსი დაფიქსირდა.
გარდა ამისა, Yle იტყობინება, რომ 4 იანვარს დილის მდგომარეობით, ენონტეკიოში ტემპერატურა -41,7 გრადუსი იყო.