ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც ხელშეუხებლობის მუდმივი გარანტიები მოიპოვა.
ცვლილების თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატი 40 წელზე ახალგაზრდა არ უნდა იყოს, ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში მუდმივად უნდა ცხოვრობდეს და წარსულში სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ან სხვა ქვეყანაში ცხოვრების უფლება არ უნდა გააჩნდეს.
დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის გადამდგარი პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისთვის.
ასევე, პრეზიდენტი გადადგომის შემდეგ ხდება ბელარუსის სახალხო კრების წევრი.
შემოსავლის წყაროს მიუხედავად, ცვლილებები ითვალისწინებს, რომ მას უვადოდ დაენიშნება ყოველთვიური, ხელფასის ოდენობის ანაზღაურება.